LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

400
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 19:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ინტრიგებისა და პროვოკაციების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, გაგიჩნდებათ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, მაგრამ უმჯობესია ყველა გადაწყვეტილება პარტნიორთან შეათანხმოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, პრობლემების და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, თვითშემეცნებისა და საკუთარ შესაძლებლობებში გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება ან სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

 ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით, არ ღირს ალკოჰოლური სასმელის მიღება. კარგი დღეა ყელ-ყურის სამკურნალოდ, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, ზურმუხტი და ფირუზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g