ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ქართველი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. სამძიმრის წერილს აქვეყნებს საკუთარ გვერდზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და მწუხარებას გამოთქვამს.
„საამაყო ქართველი, ნამდვილი პატრიოტი, დიდი ხელოვანი დაკარგა დღეს საქართველომ!“
ვიზიარებ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მისი ყველა გულშემატკივრის გულისტკივილს!
ღმერთმა გაანათლოს ბატონი ბუბას სული!“ – წერს გიორგი ვაშაძე.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება ასევე პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.
„ბუბა კიკაბიძე-ცოტა ადამიანი აღმოჩნდა მის თაობაში, რომ დიდ ხელოვანთან ერთად, სწორი ღირებულებების ადამიანად დარჩენა მოახერხა, ყოველთვის, ყველა დროში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. RIP“ – წერს სალომე სამადაშვილი.
ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.