LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდად ვწუხვართ მსოფლიო დონის ქართველი რეჟისორის, უდიდესი ხელოვანის, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო“ – ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

184
ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ილია მეორეს წერილს საპატრიარქო ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

„დიდად ვწუხვართ მსოფლიო დონის ქართველი რეჟისორის, უდიდესი ხელოვანის, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მართალია, მან ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა; ამიტომაც წერდა: „ამქვეყნად ყველა ეროვნების ადამიანი მიყვარს, თუმც აღმატებულად მიყვარს ჩემი ერი.“

„ვიცი, კიდევ უამრავი ახალგაზრდა გაიზრდება შენი ფილმების ყურებით.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“ – ელდარ შენგელაია ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას ეხმაურება

თავისი შემოქმედებით იგი ისეთ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც იმ დროის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იუმორნარევი რეალობის მისთვის დამახასიათებელი ხელწერით ისე ძლიერად ამბობდა სათქმელს – პრობლემა სახალხო მსჯელობის საგანი ხდებოდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდშიც, უცხო მასალის საფუძველზე, იგი მაინც ქართულ ფილმებს იღებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბატონო ოთარის უნიკალურმა ხედვამ და სტილმა, სიკეთისა და მარადიული ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების სურვილით აღბეჭდილმა მისმა შემოქმედებამ, გამორჩეული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო კინოსა და კულტურის საგანძურში.

მეტად სიმბოლურია და მნიშვნელოვანი, რომ იგი თბილისში გარდაიცვალა და მისი ნეშტი მშობლიურ მიწას მიებარება.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ოთარის უკვდავი სულისათვის, რათა მან სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოჰმადლოს მისთვის ლოცვის ძალა.

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი“. – ნათქვამია ილია მეორეს სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g