LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ“ – კალაძე „ვივა მედში“ მომხდარ ინციდენტზე

141
ფორტუნა - 2023-07-17T131747.074

იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, პოლონელი ექიმების მიერ ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანით, ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია დიდი სიცრუეა.

აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც თვეების მანძილზე ვამბობდით, სააკაშვილი თვითდაზიანებით არის დაკავებული – წულუკიანი

„არ ვიცი პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად აღება რისთვის სჭირდებოდათ, მაგრამ იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ.

ალბათ, შემდგომში ამაზეც გარკვეულ კამპანიას ააწყობდნენ. უკვე რამდენიმე თვეა ამ სიბინძურეს ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. რაც ხდება ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა, სააკაშვილის მოწამვლით დაწყებული, მოსალოდნელი სიკვდილით დამთავრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხვიჩია: სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როცა საჯაროდაც ატანდნენ

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, კახა კალაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

„სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვა პრეზიდენტს უნდა დაუსვათ. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. არც განწყობა მაქვს, რომ რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას ვიხილავთ, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. ერთხელ უკვე ვნახეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება. არ მინდა პოლემიკა, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზედაც პატიმრობა აქვს მისჯილი. სხვა საკითხებზე იცით, რომ პროკურატურა მუშაობს, გამოძიება მიმდინარეობს და რა და როგორ წარიმართება გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა კალაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან.. პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – რატი ბრეგაძე

გიული ალასანია: ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება, არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g