LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება, არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ

171
ფორტუნა - 2023-07-17T122359.873

„ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება – ეჭვი კი არა სახეზე მყავს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება ეჭვი არ მეპარებოდეს და რამის მჯეროდეს?!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-კადრებს.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივა მედში“ შვილის მონახულებამდე აღნიშნა, ის პოლონელი ექიმების მხრიდან განცხადების გაკეთებას დაელოდება.

აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც თვეების მანძილზე ვამბობდით, სააკაშვილი თვითდაზიანებით არის დაკავებული – წულუკიანი

„კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“

„მე ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ. მე მოვისმინე ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს მედიკოსები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან. ეს ჩემთვისაც გულისხმობს მაღალ კვალიფიკაციას. არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი ვიცი, ვნახოთ გაირკვევა, დაველოდოთ დასაბუთებულ კომენტარს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკა „ვივა მედის” კლინიკური ექიმმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან გატანას ადასტურებს, ალასანიამ განაცხადა, რომ მას მსგავსი განცხადება არ მოუსმენია.

„სად ადასტურებს? მე არ მომისმენია, მაშინ ზურაბ ჩხაიძეს სცოდნია და მას ჰკითხეთ. მე არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით. მე ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება. ეჭვი კი არა სახეზე მყავს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება ეჭვი არ მეპარებოდეს და რამის მჯეროდეს?!”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან.. პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – რატი ბრეგაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g