LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის პრინცი ფილიპი ავარიაში მოყვა

collage

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი სანდრინგემის სასახლესთან ავტოავარიაში მოყვა.

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, ედინბურგის 97 წლის ჰერცოგი მანქანას თვითონ მართავდა. თვითმხილველების განცხადებით, ჰერცოგის მანქანა ამოყირავდა. მათივე თქმით, ავარიაში კიდევ ერთი მანქანა მონაწილეობდა. შემთხვევას უკვე იძიებს პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით 97 წლის ფილიპი უვნებლად გადარჩა, ჰერცოგს არანაირი ტრავმა არ მიუღია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები