LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი კაცი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ, შარშან ერთადერთი ვა­ჟიშ­ვი­ლი და­ე­ღუ­პა, და­ი­ბა­რა დამ­ნა­შა­ვე და სა­ხალ­ხოდ შე­უნ­დო ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე!“ – გარდაიცვალა პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი

682
3a9fdfdb8b1a460a423baa85a1a46274_XL

81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცე­სი, მწე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი პატ­რი­ოტი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი, ბექა ქურხული ავრცელებს.

„ბატონი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა!.. Მაგარი ქისტი, მაგარი ქართველი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მოსისხლეებს არიგებდა ისეთი კაცი იყო!.. Შარშან ერთადერთი ვაჟიშვილი ავარიაში დაეღუპა, დაიბარა ავარიაში დამნაშავე და სახალხოდ შეუნდო ყოველგვარი სასამართლოს და ამბების გარეშე!..

მოკლედ, დიდი კაცი დაკარგა საქართველომ და ქისტეთმა და მოიპოვა სასუფეველმა!.

ღმერ­თმა სული გა­გი­ნათ­ლოს ხასო ძია და მი­გი­ღოს იქ სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნენ!.. ვუ­სამ­ძიმ­რებ ჩემს პან­კი­სის ხე­ო­ბას, ქის­ტებს და ოჯახს!..“- წერს მწერალი ბექა ქურხული.

„ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ,დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!“ – რას წერს ფოლკლორისტი ამირან არაბული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები