LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ღვაწლი ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია, იყო სამაგალითო ქისტიც და სამაგალითო ქართველიც“ – სახალხო დამცველი ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

288
Untitled design (2)

პანკისის ხეობის უხუცესის, მწერალი ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდი კაცი დაკარგა საქართველომ, შარშან ერთადერთი ვაჟიშვილი დაეღუპა, დაიბარა დამნაშავე და სახალხოდ შეუნდო ყოველგვარი სასამართლოს გარეშე!“ – გარდაიცვალა პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, ხასო ხანგოშვილი სამაგალითო ქისტი და სამაგალითო ქართველი იყო:

„მწუხარებას გამოვთქვამ ბატონ ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ პანკისის ხეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მისი ღვაწლი ქისტებს, ქართველებს და ყველა სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია.

იგი იყო სამაგალითო ქისტიც და სამაგალითო ქართველიც. ნათელში იყოს მისი სული“, – წერს ლევან იოსელიანი.

 

მწუხარებას გამოვთქვამ ბატონ ხასო ხანგოშვილის გარდაცალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ…

Posted by Levan Ioseliani on ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, ხასო ხანგოშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.

„ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ,დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!“ – რას წერს ფოლკლორისტი ამირან არაბული 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები