LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ – თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მოღვაძე ქართველ ექიმს

1601
BeFunky-collage (1)

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმს, ირმა კვიცარიძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

“მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.

მინდა მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რაიმე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ. ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა.

ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე. არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“.

ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მითუმეტეს ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის.

პატივისცემით, თენგიზ ცერცვაძე”,- წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს დაუპირისპირდა. კვიცარიძემ სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის განცხადება გააზიარა, რომელშიც ინფექციური საავადმყოფოს დირექოტრი, უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს ურჩევს, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომელშიც მოღვაწეობენ. ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g