LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მელიასა და სააკაშვილის შეხვედრა საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება: ვახტანგ მეგრელიშვილი

63
ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება.

მისივე განმარტებით, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

„ყველასთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და არაბუნებრივად არაფერი მომეჩვენა, ნიკა მელია როგორც იძახის, უნდა, ორწელიწად-ნახევრის უნახავი პარტიის ლიდერი ნახოს, მით უმეტეს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ თავად ეს შეხვედრა იქნება თუ ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება და ყველა ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი წარმოდგენისგან იმდენად განსხვავებულად იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ისინი მიიღებენ ჩემთვის სასურველ გადაწყვეტილებას, რაც მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. ახლა ისეთი მომენტია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნიკა მელიაზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც პასუხისმგებლობა მართლა უნდა აიღონ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ორწელიწადნახევარია არ მინახავს და არც მას ვუნახივარ – მელია სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

ორი ტვინი, ორი ერთად , გვეშველება უფალო – ნიკა მელიამ სააკაშვილთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა

პოპულალურები