„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა.
მასთან ერთად კიევრში იმყოფებიან, კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი. მელია – სააკაშვილის შეხვედრა გავრცელებული ინფორმაციითმ ამ წუთებში მიმდინარეობს.
ორწელიწადნახევარია არ მინახავს და არც მას ვუნახივარ – მელია სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა
სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, თუ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აირჩევს.
კიევში ყოფილ პრეზიდენტთან ჩასულმა მელიამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ორი ტვინი, ორი ერთად , გვეშველება უფალო“!!!
„საქართველოს იმედებო“.
„გვეშველება“. – ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში
როგორც ცნობილია, კიევში იმყოფება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც ურაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
„ფორტუნას“ „სტატეგია აღმაშენებელში“ განუცხადეს, რომ გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია.