LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში – გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

130
გიორგი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კიევში უკრაინის ექსპრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

გიორგი ვაშაძემ სოცილურ ქსელში შესაბამისი ფოტო წარწერით:

„კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში“. –  გამოაქვეყნა.

როგორც „ფორტუნას“ „სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი ვაშაძე თბილისში 17 მაისს დაბრუნდება და შეხვედრის დეტალებზე თავად ისაუბრებს.

პარტიაში არ აქვთ ინფომაცია, შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა.

თუმცა დანამდვილებით იციან, რომ გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია.

„მიხეილ სააკაშვილთან გიორგი ვაშაძეს დიდი ხანია არ აქვს არანაირი კომუნიკაცია და ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან“ . – განუცხადეს „ფორტუნას“ „სტრატეგია აღმაშენებელში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები