LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს

128
didishvideuliii-2

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთ-უკრაინის კრიზისის პრევენციისთვის ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

„ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მტრულად განწყობილი აქტორების მზარდი საფრთხეებისგან და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინ აღვუდგეთ აგრესორებს, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ თავისუფლებისა და დემოკრატიის საზღვრები“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებს “ინტენსიური” უწოდა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

„თუ ისინი (რუსეთი) გადაწყვეტენ არ გაჰყვეს ამ გზას, საპასუხოდ დიდი შედეგები და მძიმე შედეგები მოჰყვება და G7 ამაში აბსოლუტურად გაერთიანებულია“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები