LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში „თეთრი ვილა“ 3 მილიონ ლარად იყიდება (ფოტოები)

1097
2

თბილისში კერძო სახლი 3 მილიონ ლარზე მეტად იყიდება. საცხოვრებელი ფართი დიღომში მდებარეობს. მისი ოფიციალური ღირებულება კი 3 177 500 ლარს შეადგენს.

კერძო სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – ss.ge-ზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დიღომში მდებარე კერძოს სახლის  ფართობი 1050 კვ. მეტრია, რაც შეეხება საერთო ფართობს, ანუ ეზოს ჩათვლით, ის 1400m²-ს შეადგენს.

თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)

"ბინა გათვლილია მხოლოდ ვიპ-კატეგორიის მომხმარებლებზე" - წერია განცხადებაში

„იყიდება თეთრი ვილა დიღომში. სრულად გარემონტებული, დათბუნებული, სრული ტექნიკითა და ავეჯით. 6 საძინებელით – ყველას აქვს საუკუთარი სველი წერტილი, აუზი, საუნა, სატრენაჟორო, ჯაკუზი, საგარდერობო, 2 საკუჭნაო, 2 გარე საკუჭნაო, დაცვის კამერები და სენსორები. ულტრა თანამედროვე სახლი“, -– წერია ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, „თეთრი ვილა“ ახალი აშენებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები