LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ტატიშვილი: „12 წლის ასაკში დედა გარდამეცვალა, 17 წლის ვიყავი, რომ მამაც დაიღუპა… ბავშვობა სამუდამოდ დასრულდა”

278
BeFunky-collage (13)

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საკუთარ ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ მშობლები საკმაოდ პატარა ასაკში დაკარგა.

მისივე თქმით, მშობლების დაკარგვის შემდეგ მიხვდა, რომ ბავშვობა სამუდამოდ დასრულდა.

„იმ წელს გავხდი 12 წლის, როდესაც დედა გარდაიცვალა. მაშინ იყო პირველი ზარი, რომ ბავშვი აღარ ვარ. მამაჩემი გარდაიცვალა, როდესაც 17 წლის ვიყავი და სკოლას ვამთავრებდი. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვობა საბოლოოდ დასრულდა. ბებიაჩემი ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე, ის ვერ მომთოკავდა, რომ მომესურვებინა, ნებისმიერი გზით წავიდოდი. რამ დამიფარა, არ ვიცი, მათი ხსოვნის გამო ბევრი ცუდი რამე არ გამიკეთებია”, – აღნიშნავს მსახიობი.

 

ამავე თემაზე:

,,სახლში სკამს ცეცხლი წავუკიდე… ადვილი ბავშვი არ ვყოფილვარ” – დიმიტრი ტატიშვილი ბავშვობას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები