LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სახლში სკამს ცეცხლი წავუკიდე… ადვილი ბავშვი არ ვყოფილვარ” – დიმიტრი ტატიშვილი ბავშვობას იხსენებს

79
BeFunky-collage (5)

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში საკუთარ ბავშვობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბავშვობისას ცელქი იყო.

მისივე თქმით, მშობლები მსახიობები იყვნენ, თეატრში დიდ დროს ატარებდნენ და ბებიას მასთან მარტო გამკლავება უჭირდა:

,,როგორც გადმოცემით ვიცი, ადვილი ბავშვი არ ვყოფილვარ. ბაღში წამიყვანეს, რადგან სახლში ჩემი გაჩერება სახიფათო იყო. მით უმეტეს, ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ და ბებიაჩემი მარტო ვერ მიმკლავდებოდა. სახლში სკამს წავუკიდე ცეცხლი. მახსოვს, ბაღში შუადღისას ძილი ძალიან არ მომწონდა. დღემდე უსიამოვნოდ მახსენდება, ბავშვებს გვაწვენდნენ და აქეთ-იქით ვიყურებოდით. არ მეძინებოდა და ვხმაურობდი, ჩემი გაჩუმება მარტივი არ იყო. ბაღში ერთი კარგი გოგონა იყო და რომ ეკითხებოდნენ, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, ის ეუბნებოდა, დიმაო. ამას გაგრძელება არ მოჰყოლია, მაშინ 3-4 წლის ვიყავი. ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო იყო”, – აღნიშნავს დიმიტრი ტატიშვილი.

 

ამავე თემაზე:

დიმიტრი ტატიშვილი: „12 წლის ასაკში დედა გარდამეცვალა, 17 წლის ვიყავი, რომ მამაც დაიღუპა… ბავშვობა სამუდამოდ დასრულდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g