LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისში, ენმ-ს მხარდამჭერის დაჭრაში ბრალდებული დაუთაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

60
ბოლნისის სასამათლო

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დმანისში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრა მისი დანით მოხდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა.

დაუთაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სწორედ ეს გამოიყენა და პროვოკაცია მოაწყო.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისში, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მისი განცხადებით, დაპირისპირების დროს ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს.

პოპულარულები