LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება: ბაიდენმა მითხრა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება ჩვენს გამარჯვებამდე

67
274553056_263631869284274_3962349872000069155_n

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ მინისტრებსა და მათ ამერიკელ კოლეგებს ენტონი ბლინკენსა და ლოიდ ოსტინს შორის მიმდინარე შეხვედრას შეუერთდა.

აღნიშნულ შეხვედრის შესახებ დმიტრო კულებამ ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

როგორც კულებამ განაცხადა, ბაიდენი უკრაინელი ხალხით აღფრთოვანებულია და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.

ენტონი ბლინკენი: უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებისთვის მხარდაჭერა აღვუთქვით იმ ფონზე, რომ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე თვე იწყება

“პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა ორი რამ – ბევრი ისაუბრა, მაგრამ არის ორი რამ, რაც შემიძლია გაგიზიაროთ. პირველი: ის, რაც ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეს შეცვლის. და მას აბსოლუტურად კონკრეტული აღქმა აქვს ამისა. ის, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდით 2014 წლიდან, რომ ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ – ეს არის თავისუფალი სამყაროს ომი ტირანიის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ზუსტად ასეც თქვა: რაც ხდება უკრაინაში, შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას. და მეორე: რომ ამერიკა ურყევად იქნება უკრაინის გვერდით აბსოლუტურად ყველაფერში, ჩვენს გამარჯვებამდე. ვერაფერი უბიძგებს ამერიკას ზურგი აქციოს უკრაინას და მისი მხარდაჭერა შეამციროს. პირიქით, ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა კულებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g