LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

70
1

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი წინააღმდეგობებს არ ნებდება და ტექნოლოგიების გიგანტებს უპირისპირდება – საკუთარი ვებგვერდის შექმნის შემდეგ, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. 

ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურმა პლატფორმებმა “ტვიტერმა”, “ფეისბუქმა” და “იუთუბმა” მისი ანგარიშები დაბლოკა.

სოციალური ქსელების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რადგან ტრამპის მიერ ატვირთული მასალები ძალადობის წახალისებად და მოწოდებად მიიჩნიეს.

ამის მიუხედავად თავად ტრამპი აცხადებს, რომ ტექნოლოგიების ტიტანებმა საკუთარი ცალმხრივი ძალა აშშ-ში განსხვავებული ხმების ჩასახშობად გამოიყენეს.

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თალიბანს აქვს უზარმაზარი წვდომა “ტვიტერზე”, ხოლო თქვენი საყვარელი ამერიკის პრეზიდენტი გააჩუმეს. ეს მიუღებელია.” – განაცხადა გუშინ ტრამპმა და თქვა, რომ ახალი პლატფორმა Truth Social მალე ამოქმედდება.

როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მას სურს, ახალი პლატფორმით ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიას დაუპირისპირდეს.

Truth Social ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური ვიზიტორებისთვის 2021 წლის ნოემბრიდან, 2022 წლის პირველ კვარტალში კი მისით სარგებლობას სრული აუდიტორია შეძლებს.

“მე აღფრთოვანებული ვარ, რომ მალე დავიწყებ ჩემი იდეების გაზიარებას Truth Social-ზე”, – თქვა ტრამპმა, რომელსაც დაბლოკვამდე  “ფეისბუქზე” 35 მილიონი, “ინსტაგრამზე” კი 24 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები