დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას გაერთიანებული ოპერაციების შტაბი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 9 საათისთვის, რუსული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 19-ჯერ დაფიქსირდა, აქედან 16 კი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რუსულმა მხარემ 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნები და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.
ოკუპირებულ დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა