LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონბასში უკრაინელებმა დამპყრობელ სადაზვერვო ჯგუფს დაარტყეს და უკან დაახევინეს: გაიდაი

83
სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში დამპყრობელთა სადაზვერვო ჯგუფს დაარტყეს და უკან დახევა აიძულეს.

მისი თქმით, ადრე ოკუპანტებმა შეძლეს მასიური შეტევების განხორციელება არტილერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, ახლა მართალია საერთაშორისო მხარდაჭერა HIMARS-იების სახით ჯერ კიდევ არ არის საკმარისი კონტრშეტევისთვის, თუმცა განსხვავება მაინც აშკარაა. გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსების წინსვლამ დაკარგა იმპულსი. მთელი ივლისის განმავლობაში დამპყრობლები მხოლოდ დონეცკის რეგიონში შტურმს ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები