LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრამები საკმარისად ბევრია ჩემს ცხოვრებში“-კაილი მინოუგის გულახდილი ინტერვიუ და ახალი ფოტოსესია

107

ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი ამჯერად ცნობილი გამოცემის Red Magazine-ის აპრილის ნომრის გმირი გახდა. 49 წლის ლამაზმანმა გამოცემის მიერ მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილად ისაუბრა იმ სტრესზე, რომელიც ჯოშუა საასთან დაშორების შემდეგ გადაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი ქორწილი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ჯოშუა საასმა მინოუგს ესპანელ მსახიობთან უღალატა. უკვე დღეს ავსტრალიელი ლამაზმანი იხსენებს, რომ მძიმე პერიოდის დაძლევაში მას სიმღერა დაეხმარა. ამ პერიოდში მან ახალი ალბომი გამოუშვა და მსოფლიო ტურნეც დაანონსა.

ყველაფრის მიუხედავად კაილი ფანტასტიკურ ფორმაშია და ეს Red Magazine-ის ახალი ფოტოსესიიდან ჩანს. მომღერალი პასტელური ფერის ჰაეროვან კაბებში, ოქროსფერ საღამოს კოსტიუმსა და შავი ფერის კოქტეილის კაბებში პოზირებს. ინტერვიუში კი ამბობს, რომ ქორწინებაზე არასოდეს იფიქრებს: „მე ახლა ძალების აღდგენა მჭირდება, ფსიქიკურად, მორალურად, ფიზიკურად. დრამები საკმარისად ბევრია ჩემს ცხოვრებში. ქორწინება კი საჩემო არაა“, – აცხადებს მომღერალი.

ვრცლად მის ინტერვიუს მკითხველი ჟურნალის აპრილის ნომერში გაეცნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები