LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენა იწყება

90
281100689_374341701388614_3819308500178681453_n

დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა ივნისიდან დაიწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით, ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები