LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეტი „ჯორჯია“ 5 წლის შემდეგ მსმენელის წინაშე ერთად წარდგება

1346
mkrt

მუსიკალურ ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად მაკა ზამბახიძე საკმაო ხანია, თანამშრომლობს და უკვე არაერთი კონცერტი გამართეს, გარდა ამისა, ერთობლივი სიმღერებიც ჩაწერეს. მათთან ერთად ორჯერ რატი დურგლიშვილიც გამოვიდა და მაკასთან ერთად კონცერტის ერთ ნაწილში იმღერა.

5 წლის შემდეგ კი, დუეტ „ჯორჯიას“ სახელით და უკვე მათი ერთობლივი თანამშრომლობით ბენდ „ნონ სტოპთან“ დაიგეგმა კონცერტი, რომელიც 10 მაისს, ბათუმში სასტუმრო „ინტურისტის“ ლაუნჯში გაიმართება.

საღამო 22:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას დაასრულებენ  Dj mich და qarcii.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები