LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე ჩიტაძე: „მაკას ჩემთვის არ ეცალა მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა გზამკვლევი…“

879
მაკა და სალომე

მაკა ზამბახიძე ქალიშვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად ლელა წურწუმიას შოუს ესტუმრა. დედა-შვილმა საკუთარ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მარტივი არ ყოფილა.

„საკმაოდ გვიან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ვიდრე უნდა დაწყებულიყო. მე ვთვლი, რომ შვილთან დაბადებიდან უნდა იყო მეგობრულ ურთიერთობაში. ყველაფერი მაინც დროულია, რაც უნდა გვიან მოხდეს, საჭიროა, რაღაც პერიოდი გავიდეს, რომ დაფასდეს…“, აღნიშნავს სალომე.

მაკა ზამბახიძე კი დასძენს, რომ ამ გადასახედიდან ყველაფერს სხვანაირად უყურებს:

„სალომე იყო ექვსი წლის, როცა იურმალა მოვიგე და ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა რადიკალურად და ფიზიკურად სახლში ვერ ვიყავი. ეს განცდა ფიზიკურად მანამდე სალომეს არ ჰქონია. პოპულარობა მაშინ დაიწყო, როცა მას სჭირდებოდა დედა. მშურს იმ მშიობლების, ვინც ამას ახერხებს – შვილებთანაც დიდ დროს ატარებენ და თავიუანთ კარიერაშიც წარმატებულები არიან. 41 წლის ვარ და ჩემთვის მიქაელი შვილივითაა. რომ ვნახულობ, წამოსვლა არ მინდა. მერე ვენატრები, განვიცდი ამას, სულ მახსენებს. მაშინ არ მქონდა ის განცდა, რომ სალომე განიცდიდა ჩემს არყოფნას. თურმე როგორ განიცდის… დედასთან რომ ვტოვებდი, მშვიდად ვიყავი…“

სალომე ამბობს, რომ დედასთან ურთიერთობა ძალიან აკლდა:

„დედასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა ბავშვი აქტიურად იწყებს სოციუმთან ურთიერთობას, იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას, შედის კომუნიკაციაში უცხო ადამიანებთან, ცდილობს, შეიძინოს მეგობრები. მე მჭირდებოდა გზამკვლევი ამ ასაკში. კი, ადამიანმა თვითონ უნდა აღმოაჩინო რაღაცები, კარგია, როცა მინიმალურად გიკვალავენ გზას, ამ დროს კი მაკას ჩემთვის არ ეცალა. რაღაცები უფრო სხვანაირად იქნებოდა, გზამკვლევი რომ მყოლოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g