LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუტა სხირტლაძე: „ჩემმა შვილებმა ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია, თავისით უნდა ქნან რაღაც ცხოვრებაში…“

622
დუტა

დუტას 18, 23 და 30- წლის შვილები ჰყავს. ამის შესახებ მან ეკო ფანგანის რუბრიკაში „13 კითხვა“ ისაუბრა და დასძინა, რომ მის შვილებს არ უყვართ, როდესაც ტელეეკრანზე მათი ფოტოები ჩანს.

დუტა: 

„მე კი არ მაქვს პრობლემა მათი გამოჩენის, ჩემს შვილებს არ უნდათ. ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია. მამა ჩანს ტელევიზორში და დამთავრდა, დანარჩენი თავისით უნდა ქნან ცხოვრებაში რამე საერთოდ და მაგას „ჩალიჩობენ“. იმიტომ, რომ დუტას შვილები არიან, პრივილეგიები არ უნდა იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები