ხვიჩა კვარაცხელიამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა…არ მინდა გაამპარტავნდეს, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის უდიდესი პატივი.
„ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს”, – წერს ალეკო ელისაშვილი.