LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან აწუხებდათ ეს თემა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები იყენებდნენ გავლენებს ადამიანების დასასჯელად, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს სისულელეები: ხატია დეკანოიძე

67
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები „ექსპერტიზის მიხედვით, მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება“. დეკანოიძის თქმით, პროკურატურას „ძალიან აწუხებდა ეს თემა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები იყენებდნენ გავლენებს ადამიანების დასასჯელად, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს სისულელეები“.

მისივე განმარტებით, პროკურატურა საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს და „ადამიანი, რომელიც ბრიფინგზე დღეს ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, თავისი უფროსების დავალებით თავად ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას“.

პროკურატურას საზოგადოების მხრიდან აქვს ყველაზე დაბალი ნდობა, ის ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა და პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მისი უშუალო უფროსების დავალებით ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როცა ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება ავთენტურია თუ არ არის ავთენტური ჩანაწერი, ფალსიფიცრებულია თუ არა, ეს არის იმის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულება გვაქვს. ერთი ვერ გავიგე – მილისტები რას ნიშნავს, მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ, ამიტომ სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პოპულალურები