ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ჩნდება სულ უფრო მეტი ტესტი, რომლითაც ორგანიზმში SARS-CoV-2-ის არსებობის დადგენაა შესაძლებელი. ექიმი სოფიო ბერიძე, რომელიც საზოგადოებას “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით პერიოდულად აწვდის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამჯერად, დეტალურად ხსნის, ამ დროისთვის, რა ტიპის ტესტები არსებობს კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის და რომელი ტესტი რას ამოწმებს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
მეგობრებო!
ძალიან ბევრი გვეკითხება ტესტირებასთან დაკავშრებით.
როგორც უკვე იცით, არსებობს SARS-CoV-2 დიაგნოსტირების რამოდენიმე მეთოდი:
?PCR, იგივე პჯრ – იჭერს თავად ვირუსს ცხვირ-ხახის ნაცხში.
?სწრაფი ანტიგენის ტესტი – ასევე, დამყარებულია ხახის ნაცხში ინფექციის გამომწვევის აღმოჩენაზე.
?სწრაფი ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტი – დამყარებულია სისხლში ადრეული და გვიანი ანტისხეულების აღმოჩენაზე.
თითოეულ მათგანს აქვს თავისი სიზუსტის, სიმარტივის, სანდოობის ვარიაციები, ზუსტი დრო, როცა უნდა გაკეთდეს და რაც ყველაზე კარგად უნდა გვახსოვდეს! – ოქროს სტანდარტად მიჩნეული PCR ტესტიც კი ვერ ცვლის ჩვენს მთავარ დასაყრდენს COVID 19-ის დიაგნოსტირებაში – კლინიკურ სურათს, ანუ პაციენტის ისტორიის, მდგომარეობის და სიმპტომების ანალიზს.
ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს კოვიდი, ან გქონდათ უშუალო შეხება ინფიცირებულ ადამიანთან და – ამავდროულად, აღგენიშნებათ ტემპერატურა, ზურგის, თავის, კისრის, კუნთების ტკივილი, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა – ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ კოვიდ 19, მიუხედავად ნებისმიერი ტიპის უარყოფითი ტესტისა!
გთხოვთ, ამ მიდგომით იხელმძღვანელოთ და დაუყოვნებლივ დაიწყოთ იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მოწოდებულია კოვიდ 19-ის დროს:
❗️იზოლაცია
❗️ბევრი სითხე
❗️ბალანსირებული კვება
❗️ქრონიკული დაავადების წამლების არ შეწყვეტა
❗️ბევრი სუფთა ჰაერი
❗️ფიზიკური აქტივობა შესაძლებლობის მიხედვით
❗️კარგი განწყობა
❗️ ოჯახის ექიმთან მუდმივი კავშირი
თვალსაჩინოებისათვის ვურთავთ სწრაფი ტესტების დაავადების შესაბამის ეტაპზე ჩატარების მნიშვნელობის გრაფიკულ გამოსახულებას: