LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ცუდად გამოიყურება, შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც“ – რას წერს დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილზე

52
Untitled design (3)

„დღეს, ჩემი შთაბეჭდილება მძიმეა და ვალდებული ვარ გაგიზიაროთ“ – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ძალიან ცუდად გამოიყურება:

„ყოველთვის ვცდილო, მიშას ჯანმრთელობაზე სიფრთხილით ვისაუბრო. ვშიშობ, არ მოვახვიო ჩემი მძაფრი შთაბეჭდილებები საზოგადოებას, ან რამე სამედიცინო თვალსაზრისით არასწორად ვთქვა.

დღეს, ჩემი შთაბეჭდილება მძიმეა და ვალდებული ვარ, გაგიზიაროთ. ძალიან ცუდად გამოიყურება ფიზიკურად. შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც.

ეს დაადასტურა ჩემთან საუბარში მკურნალმა ექიმმაც. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება. უარესდება“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ლომჯარია სააკაშვილზე: მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.. დაახლოებით 10 წუთი ვესაუბრე – უფრო დიდ ხანს ვხვდები, რომ მას არ შეუძლია საუბარი

სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე

 

პოპულალურები