საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე წარდგენა მოისურვა.
“სუსტად არის, გადასხმა უკეთდება და რა ვიცი, აპირებს იქ წასვლას. მე ძლივს მელაპარაკებოდა და იქ არ ვიცი, როგორ ილაპარაკებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რომ ენახათ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი დღეს. ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება, აი, ამას ნახავენ”, – თქვა ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა დღეს „ფორტუნას“ განუცხადა, რომ თავად ექსპრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლოს პროცესს დაესწროს, ვინაიდან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება ნათლად დაინახავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რითაც გარკვეულ სპეკულაციებს წერტილი დაესმება.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ
ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი