LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას… სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია”

13047
page

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურის გარდაცვალებას „ფეისბუქზე“ ეხმიანება.

მან ხადური 2012 წელს გაიცნო და ერთად მუშაობის გამოცდილებაზე წერს.

მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ ხადური მედიაში აგორებულ ცილისწამებას ძალიან განიცდიდა.

„ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოიტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.

რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).

არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს…

უბრალოდ მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!“ – წერს მანანა თოქმაჯიშვილი. 

ნოდარ ხადური გარდაიცვალა

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემები სახელდება.

 

ყოფილი ფინანსთა მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხადური ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო სკანდალი რაც ნოდარ ხადურთან დაკავშირებით აგორდა, სტუდენტს ეხებოდა: ხადურმა საჯაროდ მითხრა, რა სამში გრძელს გვაძლევს შენი თემაო – სტუდენტის ბრალდებებს ნოდარ ხადური არ პასუხობ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები