“ნოდარ ხადურმა, თსუ-ში ჩემი სადისერტაციო თემის პრეზენტაციის დროს, საჯაროდ და პირდაპირ მითხრა რა სამში გრძელს (!!!) გვაძლევს შენი თემაო”, – ამის შესახებ თსუ-ს სტუდენტი ცოტნე ჟღენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხადურმა მისი თემა პოლიტიკური მოტივით დაიწუნა, რადგან არ მოეწონა მის მიერ წარდგენილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემები, რითაც უკანასკნელ წელს საქართველოს მდგომარეობა რიგ შემთხვევებში მცირედით გაუარესდა.
“სადისერტაციო ნაშრომი დასრულებული მაქვს, ამ თვის ბოლომდე უნდა ჩამებარებინა და შემდეგ დავლოდებოდი დისერტაციის დაცვას, თუმცა ამისთვის მჭირდებოდა ხადურის ოფიციალური ფორმალური თანხმობა, რადგან შესაბამისი კათედრის გამგეა.
ჰოდა, ვიყავი მაგ თემაზე რომ ჩემი კვლევის პრეზენტაცია გამეკეთებინა.
ძაან მეჩქარებაო და მიდი უცებო…
დავიწყე პრეზენტაცია, არც მისმენს, ფანჯარასთან დგას, რაღაც ქოთანს უყურებს და წიწაკის ჩითილებზე ლაპარაკობს.
მაქსიმუმ გამოიხედოს და უადგილოდ შემაწყვეტინოს, რაღაცის ფერი ან სათაური არ მომწონსო.
…და გამოჩნდა სლაიდი, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წელს გარკვეული ინსტიტუტების მდგომარეობა მცირედით უარესდებოდა საქართველოში.
მაგაზე ეგრევე გამიჭედა.
ყველა გვეუბნება, რომ მაგარი ინსტიტუტები გვაქვს და შენ როგორ მეუბნები ამას რომ ჩავარდნა გვაქვსო.
დავიწყე ახსნა, რომ ჩემი მოგონილი არაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე (!!!) ეკონომიკური ორგანიზაციის მონაცემებია, მაინც არ მეპუება – რატომ მოხდა ასეო, კონკრეტულად რა გაუარესდა თქვიო, მეკითხება.
ვუპასუხე – აი მაგალითად, საჯარო პოლიტიკის გამჭირველეობათქო (ეგრეა, მე არ მომიგონია).
მაგაზე კიდევ უფრო გაბრაზდა, რას ამბობ ბიუჯეტის ღიაობით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართო (ეგეც ეგრეა), საიდან რას ამბობო.
დინჯად ვუხსნი, რომ სამყაროში არსებობს სხვადასხვა ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა რაღაცეებს აფასებენ და კი, ზოგი რაღაც ხანდახან უარესდება.
მარა არ უნდა რომ გაიგოს !
გავაგრძელე სხვა თემებზე, ყველანაირ კვლევის მეთოდოლოგიაზე მეკამათება ჯიბრით.
ყველაფერს ვუხსნი არგუმენტირებულად, რადგან ეგ ყველაფერი უკვე განხილული მაქვს უამრავ ღონისძიებაზე, უამრავ ქვეყანაში და მათ შორის თემაში უშუალოდ ჩართულ მეცნიერებთანაც.
როცა მიხვდება რომ რაღაც საკითხში სწორი ვარ, სხვა რამეზე გადადის, ახალ შარს მდებს… და ასე…
ბოლოს, ჩასაჭიდები რომ გაუთავდა, უბრალოდ ყველა პასუხზე ბავშვურად მიტრიალებს კითხვას:
მერე ?
მერე ?
მერე რა ?
მერე მაგით რა ?
კაი ამით რას ამბობ ?
კაი აზრი რა არის შენი თემის ?
აი ასეთ კითხვებსაც, დინჯად და აკადემიური ტონით ვპასუხობ.
ჰოდა, როგორც ჩანს ამოუვიდა ჩემი რკინის ნერვები ბოლოს და ჰყვება ისტორიას –
პარლამენტში რომ ვმუშაობდი, იქ ვიტალი ხაზარაძე კარგად ამბობდა ყველაფერზეო – რა სამში გრძელს გვაძლევს ეს საკითხიო… და ამიტომ ახლა შენ გეკითხები რას გვაძლევს შენი თემაო ?
ცხადია, პასუხი აღარ გამიცია თუ რა სამში გრძელს გვაძლევდა ჩემი თემა.
ამის მერე წავიდა იქ, სადაც ეჩქარებოდა.
ახლა თვის ბოლომდე, რამდენიმე დღე მაქვს რომ ან ახალი თემა დავწერო ან უბრალოდ მივიდე, ცოტა შევეხვეწო და გამიშვას დაცვაზე.
მარა არცერთს რომ არ ვაპირებ, კი მიხვდებით
სულ არ მინდა ეგეთი ხარისხი.
ისე შემთხვევით ჰო არ იცით,
კონკურენციის სააგენტოს, ზოგადად რამდენში გრძელი მოაქვს ქვეყნისთვის ?
გავიგეთ პური რატომ გაძვირდა შარშან
P.S.
უადგილო კომენტარებით, გთხოვთ არავინ გამოირჩეთ
არავის წინააღმდეგ არ არის ეს პოსტი, გარდა მისი და სხვა სახელისუფლო ძალაუფლებას აყოლილი, ნებისმიერი პარტიული წარმომადგენლისა.
…და არსებობს წითელი საზღვრები, რომლის იქით რაღაცეები გარეთ უნდა გამოიტანო”, – წერს სოციალურ ქსელში სტუნდეტი.
ნოდარ ხადურის საპასუხო პოზიციის მოსასმენად “ფორტუნა” საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრალდებებს უპასუხოდ დატოვებენ.