LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ცნობიერებას უცვლიან: მეუფე სპირიდონი

51
Untitled

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუპირისპირდა. ის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ნინოწმინდის პანსიონის დატოვებაზე ბავშვების გადაბირების პროცესი მიმდინარეობს, ამის მიზეზი კი ნინოწმინდაში ქართული გენის აღმოფხვრა და “სოდომიზაციის” თეორიის გავრცელებაა.

მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, როცა რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლებდა არაფერი. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ დედა ეკლესიამ სკოლა დაასრულებინა და შემდეგ უნივერსიტეტში მაოწყო, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო უნივერსიტეტში საპატრიარქოს უნივერსიტეტში.

გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვები, რაც შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამთთან მოლაპარაკებები ჰქონდა. საოცარია, გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული.

ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა, არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას ფორმატირებას უკეთებენ. რა გამოდის, რომ ბავშვმა ყველაფერი მიიღო, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი გამოთქმა: დედას დავარხრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამასო. როგორც ჩანს, ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი, ეს საზოგადოებები აპირებენ ასეთი თაობების შექმნას, ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს,რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები