LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმები არველაძეები მაისურს აუქციონზე ყიდიან: „გადავწყვიტეთ, ჩვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გავაციფრულოთ“

152
6152bc7f27549

ძმებმა, შოთა და აჩი არველაძეებმა 1997 წელს, ბრედასა და აიაქსის მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გააციფრულეს და სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმებზე დაბეჭდილ NFT (Non-Fungible Token) აქტივებად აქციეს. ინფორმაციას თავად შოთა არველაძე ავრცელებს.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ 15 წლის წინ Tesla, Twitter, Airbnb, Instagram და სხვა ბევრი ინოვაციური პროდუქტი, მათ შორის iPhone-ც კი არ არსებობდა. ტექნოლოგიური რევოლუცია დაჩქარებულია და ერთ-ერთი ბოლო ინოვაცია, სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმებზე დაბეჭდილი NFT (Non-Fungible Token) აქტივებია. NFT-ის გამოგონებამ, შესაძლებელი გახადა ნებისმიერი რამ (მატერიალური თუ არამატერიალური) ციფრულ აქტივად აქციო და გასაყიდად მსოფლიო ბაზარზე გაიტანო. ამის მაგალითებია, Jack Dorsey-ის (Twitter-ის CEO) პირველი ტვიტი, რომელიც მან NFT აქტივად აქცია და $2.9 მილიონად გაყიდა; 40 წლის არტისტის Beeple (Mike Winkelman) შექმნილი NFT, რომელიც ნიუ-იორკში Christie’s-ს აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა.

მე და აჩიმაც გადავწყვიტეთ, ჩვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი და 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გავაციფრულოთ და ჩვენი ქომაგებისთვის (და არამარტო) NFT აქტივად ვაქციოთ, ციფრული ვერსია კი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იქნება პირველი და ერთადერთი NFT, რომელსაც მე და აჩი ამ თემაზე გავაკეთებთ და შესაბამისად მყიდველს ექნება უნიკალური შანსი, რომ ამ მომენტის ციფრული ვერსიის მფლობელი გახდეს. ეს NFT-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე დავიტანეთ და გაყიდვა აუქციონის წესით შემდეგი 30 დღის განმავლობაში მოხდება. აუქციონში მონაწილეობის მსურველები გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე“, – ამბობს შოთა არველაძე.

ის აქვე მადლობა უხდის პავლე მგელაძეს, ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და არველაძეებისთვის დაუვიწყარი მომენტის გაციფრულებაში დახმარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები