LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველად და ახლა – როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები წლების წინ

3683
polit

პოლიტიკოსები,  როდესაც პასუხისმგებლობას იღებენ მართონ ქვეყნის სადავეები, ალბათ კარგად აცნობიერებენ, რომ შეიძლება ბევრი გააკრიტიკონ, შესაძლოა, უმიზეზოდაც შეაქონ  კიდეც.

ისინი აირჩიეს, რომ იყვნენ ხალხის მსახურნი.

მძიმე ტვირთის აღებას შესაძლოა ბევრი ნანობს კიდეც, მაგრამ წასვლა, როგორც წესი, ხშირად გამოსავალი არაა ხოლმე.

პოლიტიკურ ბატალიებზე ამჯერად თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ.

გთავაზობთ, ჩვენთან ერთად ნახოთ, როგორ შეცვალა (ან არ შეცვალა) დრომ ქართველი პოლიტიკოსები.

 

მას დაახლოებით 15 წლის წინ ქუჩაში  ვერავინ ცნობდა. წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ისე ეწეოდა, რომ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურდა. როგორც ამბობს, გარემოებებმა აიძულა რომ  პოლიტიკაში მოსულიყო. 2021 წელს კი თქვა, რომ მისთვის პოლიტიკა კომფორტული ზონა არაა და დასძინა, რომ მესამედ პოლიტიკაში აღარ მოვა არასდროს.

 

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა ირაკლი ღარიბაშვილს  ორჯერ ანდეს.

 

ქართულ პოლიტიკაში მეორედ მოსვლის თემას ვერ გავაგრძელებთ, ყოფილი პრემიერის – გიორგი გახარიას გარეშე.

 გიორგი გახარია წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა.

მომდევნო ფოტო იმ დროს ასახავს, როცა ყოფილი პრემიერი გრძელ თმას ატარებდა.

 

 

დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ბევრჯერ უთქვამს – წარმატებისთვის რომ მიეღწია, ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალგაზრდობაში მუსიკით იყო გატაცებული და გიტარაზე უკრავდა.

 

მომდევნო ფოტოებზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბავშვობა და ახალგაზრდობაა ასახული.

 

ბევრი ძიების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას  ბავშვობის ფოტოს მივაკვლიეთ.

 

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო ფოტო 1982 წელს ბიძაშვილებთან, გიორგი და ნიკა ალასანიებთან ერთად აქვს გადაღებული.

 

გიგი უგულავამ დედაქალაქის მერობის დროს სახელი უგულავას დიეტითაც გაითქვა. მას შემდეგ წონას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო დროს როგორც თავადაც გულისტკივილით აღნიშნავს, წონის შენარჩუნება ძალიან უჭირს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას იმიჯი უკვე წლებია არ იცვლება. თუმცა ერთ დროს სულ სხვანაირი იმიჯი ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები