LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ე.წ. ჩეკ-ლისტში ცვლილებებს შევიტანთ”- კულუმბეგოვის თქმით, კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება

1564
mtavari-2-2020-05-11-15-03-59-150545

„ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება, “-  ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს.

“ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“. – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, “ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია”.

 

ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები