LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე: „ჩემი შვილისთვის ორსულობა ხელის შემშლელი რომ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა და არ წავიდოდა…“

295
ekamamaladzenews5

ეკა მამალაძე ქალიშვილის, ნატალია ქუთათელაძის წარმატების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. ნატალიამ „ბიბისის“ მომღერლების საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ფინალშიც გავიდა. ამის შემდეგ მისმა აგენტმა საკმაოდ ბევრი შეთავაზება მიიღო. ნატალია დიდ ბრიტანეთში ექვსი თვის ორსული გაემგზავრა, სრულიად მარტო და ათდღიანი კარანტინიც გაიარა. როგორც ეკა აღნიშნავს, მისი შვილისთვის ხელისშემშლელი ბარიერები არ არსებობს.

ეკა მამალაძე:

„ორსულობა ხელის შემშლელი რომ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა და არ წავიდოდა. თვითონ აწონ-დაწონა ყველაფერი, რადგან ბრიტანეთში წასვლისას მას 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუხდა. უნდოდა, მის გვერდით არავინ ყოფილიყო. კარიერაში ძალიან მიზანმიმართული და დამოუკიდებელია. როგორც მორალურ, ასევე ფიზიკურ წინააღმდეგობებს ძალიან ადვილად უმკლავდება. მე დიდ პატივს ვცემ მის დამოკიდებულებას საქმისადმი.

შვილიშვილს სექტემბრის ბოლოს ველოდები. ძალიან მიხარია, რომ ნატალია მალე დედა გახდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები