LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტოგონიძე: „თითქოს ერთი კი არა, ბევრი წელი გავიდა… სიყვარულზე ლაპარაკი ცოტათი მაინც შევძელი…“

873
ekaterinetogonadze2045

ჟურნალისტი და მწერალი, ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში თავისი ახალი წიგნის გარეკანს აქვეყნებს და მის შესახებ წერს:

„ჩემს მრგვალ თარიღს ახალი წიგნით მოვნიშნავ.

“შინ – შენ”

ყდაზე მსჯელობისას ვფიქრობდით, ფოტოს შეცდომაში არ შეეყვანა მკითხველი – ავტობიოგრაფიული არ ჰგონებოდა წიგნი. ეს არ არის ავტობიოგრაფია, თუმცა მასში ჩემი იმაზე მეტი ნაწილია, ვიდრე გარეკანზე ჩანს.

დაბადების დღეს რომ დავუბრუნდე, თითქოს ერთი კი არა, ბევრი წელი გავიდა, ბევრი მოხდა და სათქმელიც იმდენი დაგროვდა, ზოგჯერ სულ რომ გადუმებს. თუმცა სიყვარულზე ლაპარაკი ცოტათი მაინც შევძელი.

მოკლედ, წიგნი მალე გამოვა და მე აგერ, რამდენიმე საათში გამოვდივარ 40-ის:)“.

მწერალს ახლახან ჰქონდა დაბადების დღე. მან ერთი წლის წინ წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა – გარდაეცვალა მეუღლე, რატი სამყურაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები