LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს: ანდრია ჯაღმაიძე

71
ანდრია ჯაღმაიძე

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე ავრცელებს.

როგორც ის წერს, ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი  თავის არჩევანში თავისუფალია. მისივე სიტყვებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ  11 თებერვლის სინოდის განჩინება აქვს და ამაზე ჯაღმაიძე საკუთარ განცხადებაში წერს.

“განჩინებაში წერია: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე..

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ გუშინ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  სასულიერო პირებს მიმართა და უთხრა, რომ მათი როლი ვაქცინაციის პროცესში განსაკუთებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g