LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო შეამოწმებს, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას

99
90536418-2889912317765075-3452545444125605888-o

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო დამსაქმებლებს შეამოწმებს, როგორ ახდენენ ისინი თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილებზე და დაცულია თუ არა მათთან უსაფრთხოების ნორმები.

„უსაფრთხო ტრანსპორტირება ეს არის სწორედ უსაფრთხო საქმიანობის წესების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება, შეწყვეტილია საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება ისევ და ისევ გამომდინარე იქედან, რომ სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების. გამონაკლისი დაშვებული გვაქვს ბიზნესისთვის, საწარმოებისთვის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, მათ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება თავისი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით, მაგრამ ის, რომ წესები უნდა იყოს დაცული, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ შევამოწმებთ ამ წესების შესრულებას, ესეც იქნება ერთ-ერთი ნაწილი. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს ერთი უნივერსალური მიდგომა, მაგრამ არის კონკრეტული წესები, რაც გაწერილია გაიდლაინებში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის დროს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, მინისტრმა ისიც განმარტა, რომ იმ საწარმოებს, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ.

ამასთან, ყველა ბიზნესის საქმიანობა, ვინც შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ წესებს, იქნება დასაშვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები