LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს მე-19 სეზონის შემდეგ დაასრულებს

360
elen-dejeneresi-583552a5c76d2

ელენ დეჯენერესის პოპულარული შოუ – The Ellen DeGeneres Show, რომელიც ტელეარხ NBCის ეთერში გადის 19 წლის შემდეგ იხურება. ამის შესახებ BBC წერს.

The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ელენი აცხადებს, რომ შოუ მისთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს.

ტელეწამყვანის თქმით, სურს სხვა პროექტებზე მუშაობა და საკუთარი თავის სხვა კუთხით ჩვენება.

„როდესად ადამიანი არის შემოქმედებითი, მას მუდმივად სჭირდება ახალი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეშოუ პოპულარული და სახალისოა, ის ჩემთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს.

Forbes-ის შეფასებით, ელენი ტელეშოუდან ყოველწლიურად $50 მილიონზე მეტს იღებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები