ელენე ფოჩხუა მეუღლეს გაშორდა. მიზეზად ის მედიასთან საუბრისას ღალატს ასახელებს. ჟურნალ „გზის“ კითხვაზე მეუღლის შესახებ ის ასე პასუხობს:
„ახლა ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე აღარ მიყვარს. მან ძალიან მატკინა, დააშავა.
ღალატს ჰქონდა ადგილი?
დიახ. ამას შეჩვეული ვიყავი, პირველი შემთხვევა არ იყო. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ გახლდათ, მაგრამ ჩემი ძმის ტრაგედიის ფონზე ამაზე დარდი დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაკაჟებული ვარ, რკინის, ბეტონის და არმატურისგან შექმნილი. ამ ფაქტზე ნერვიულობა არ ღირს. ვინც არ დაგაფასებს, თავის გზაზე უნდა გაუშვა, მომავალი არ უნდა გაუნადგურო.
თქვენი ყოფილი მეუღლე როგორი მამაა?
ძალიან კარგი მამა იყო და დღესაც ასეა. ბავშვებთან იდეალური ურთიერთობა აქვს. მასზე ცუდს ვერ ვიტყვი, როგორც პიროვნება ყოველთვის კარგი იყო, ჩემთვისაც კომფორტული გახლდათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ასე მოხდა… ჩვენ თანაცხოვრების პერიოდი დავასრულეთ“.