მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის განცხადებას, რომლის თანახმადაც იგი თბილისში არ შემოუშვეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
„გავრილოვი ჩამოყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან საკუთარი პრიორიტეტები?“ – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე.“
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.
გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.
დღეს კი, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.