LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

258
publika.ge--1-68

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. არ შემიშვეს საქართველოში. მიზეზიც კი არ ამიხსნეს. ჩამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის ხელმძღვანელს. მე განვუმარტე, რომ ჩამოვედი მ. სააკაშვილთან. თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში.

სტიუარდესა „დეპორტირებულ მგზავრს“ მიწოდებს, პ.ს. ახლა პასპორტის გარეშე ვბრუნდები კიევში. მაგრამ გაფრენა დააგვიანეს, ვიღაცამ უარი თქვა გაფრენაზე. ამოწმებენ ხელის ბარგს“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები