ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას გამოეხმაურა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე, უმრავლესობამ მას მხარი აღარ უნდა დაიჭიროს და ამ გზით გააუქმოს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
„არ მოხვიდეთ არ იმუშაოთო, რა კარგი სამსახური მაქვს. ცხვირში მოხვდა “ქართულ ოცნებას”, რომ ნახეს ხალხს რა ძალა აქვს. მოხვდათ ცხვირში და ძალიანაც კარგი, ასე მოხვდება ყველას ცხვირში ვინც ეცდება, რომ საქართველო წაათრიოს რუსეთისკენ.
სამართლებრივად, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და როგორც კეთილი ინებეს და იმ ჭუჭყს დაუჭირეს მხარი, ასევე იმავე ამაზრზენ კანონს აღარ უნდა დაუჭირონ მხარი და ასე გაუქმდება. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე. ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ ეგეთი სამარცხვინო რაღაცის გამოგზავნა არ გვინდოდა უბრალოდ ცოტა დავლიეთ აქ ბიჭებმა, 76-ნი ვიყავით შეკრებილები, ტვინი აგვერია, რაღაც შხამიანი დავლიეთ და გამოგვეგზავნა ვენეციის კომისიაშიო.
გარდა ამისა, უნდა დადგნენ ცხრანი, ერის დედები და მამები რომ არიან და ბოდიში მოუხადონ პოლიციელებსაც და სათითაოდ ჩამოუარონ იმ დაკავებულ ბიჭებსაც, დაშავებულებსაც და ბოდიშები უხადონ. მაგათ ადგილზე საერთოდ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი სამსახურიდან, სირცხვილით როგორ უნდა შევიდნენ იქ.
ძალიან კარგი, რომ აქცია დღესაც იმართება. ცხვირში მოხვედრის და ამ სამარცხვინო „ქართული ოცნებაზე” და 9- კაციან გაუგებრობაზე გამარჯვების ყიჟინა უნდა ისმოდეს აქ. ვისურვებდი, რომ აღარც შეტაკებები იყოს, აღარც დაპირისპირება, უბრალოდ კარგი იქნება, თუ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ ტვინარეულ ხალხზე.
დავრწმუნდი, რომ ყველამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ “ქართული ოცნება” გავუშვათ და “ნაციონალური მოძრაობა” არ მოვუშვათ. ვისაც ეს შეგვიძლია, უნდა შევძლოთ და ვისაც არ შეგვიძლია და ხალხი უპოლიტიკოსებადაც მშვენივრად აკეთებს ყველაფერს, დავიხუროთ ქუდი და „დავახვიოთ“ ყველამ.
არ მაინტერესებს არც გიორგი ვაშაძეები, არც გედევან ფოფხაძეები, ხალხი იყო ყველაფრის ორგანიზატორი. ვინც ცდილობს, რომ ახლა დაიბრალოს, რომ თვითონ იყო რამის თავი და ბოლო, ეგ არის ტყუილი. ხალხმა აჩვენა, რომ პოლიტიკურ კლასზე ათი თავით მაღლა დგას – შეგნებითაც, ქვეყნის სიყვარულითაც, ორგანიზების უნარითაც და ყველაფრით. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ „დავაი“, „დაახვიეთ“, ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ ქვეყანასო”, – განაცხადა ელისაშვილმა.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი