LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ვირსალაძე ბუნიათიშვილზე: ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, საშინელებაა (ვიდეო)

30931
BeFunky-collage (1)

“ვინ არის მთავარი პიანისტი”- ამ თემაზე Youtube არხზე ЕщёнеПознер ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას კონკრეტული სახელი და გვარები დაუსახელა და შეფასება სთხოვა.

ხატია ბუნიათიშვილი, რომელსაც თაყვანისმცემლები ქართული კლასიკური მუსიკის სიმბოლოს უწოდებენ ვირსალაძემ გააკრიტიკა და თქვა, რომ ბუნიათიშვილს კლასიკურ მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს.

“საშინელება…თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ…უდავოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია.თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მიკვირს, რადგან ასე ბევრი უკრავს.
ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია.

ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო”- ამბობს ელისო ვირსალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები