სერიალ „გვირგვინის“ მეექვსე სეზონის გადაღებები სრულდება. გადაღებები დროებით შეწყდა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გამოც. ამჯერად კი ინტერნეტში გავრცელდა ძალიან ემოციური კადრები სერიალის ბოლო ეპიზოდიდან. მსახიობი ელიზაბეტ დებისკი, რომელსაც ახალ სეზონში, პრინცესა დაიანას როლში ვიხილავთ, ამჯერად ბარსელონაშია და ლედი დის ბოსნიაში ვიზიტის სცენას იღებს. ეს გახლავთ პრინცესას ბოლო ვიზიტი სიკვდილამდე ერთი თვით ადრე.
ახალ ფოტოებზე ელიზაბეტ დებისკი საოცრად ჰგავს გარდაცვლილ ლედი დის. მას ზუსტად ისეთივე ვარდისფერი პერანგი აცვია, როგორიც დაიანას ეცვა ამ ვიზიტის ფარგლებში.
გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში „გვირგვინის“ გადაღებებზე