LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდა: რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ყველაზე ხშირად

1357
aeroport

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთთა რაოდენობა გაზრდილია.  დოკუმენტი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოდან  ყველაზე მეტი ემიგრანტი კვლავ რუსეთში იმყოფება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება.

2018 წლის მონაცემებით, რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს კი  რუსეთიდან სამშობლოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე  საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2015 წლიდან მომატებულია. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში არიან. მათ ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემული ბინადრობის ნებართვები აქვთ.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების  მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთისა და გერმანიისგან ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მოთხოვნების უმრავლესობა (თითქმის 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია, რადგანაც თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია. ყველაზე მეტი ქართველი არალეგალი გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები