LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემმა ბანტონი კიმ კარდაშიანს Spice Girls-ში გაწევრიანებას სთავაზობს

235
emmakim

ჯგუფ Spice Girls-ის ვოკალისტი ემმა ბანტონი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კიმ კარდაშიანს ჯგუფში ეპატიჟება. მომღერალმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა კვირას რეალითი-შოუს ვარსკვლავი სურნელოვანი გოგონასავით გამოეწყო. ემმა ბანტონი კარდაშიანს ღია წერილით მიმართავს, სთხოვს რომ ის Spice Girls-ის „ვოთსაფის“ ჯგუფში გაერთიანდეს და 25 წლის იუბილე მათთან ერთად იზეიმოს.

კვირას კი ემმა ბანტონმა რადიო შოუში განაცახადა, რომ მოხიბლული დარჩა, როდესაც გასულ კვირას „ინსტაგრამზე“ კიმ კარდაშიანის ფოტო ნახა: „ის ძალიან ჰგავდა ბეიბი სფაისს, ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, რომ ჯგუფში ორი ბეიბი სფაისი გვყოლოდა, რატომაც არა?“ – ამბობს ემმა ბანტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები